
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს მხატვრულ აქტივობაში „ხატე ფერებით". მოსწავლეებმა თავიანთი ემოციები და ხედვები ფერებით გამოხატეს და შექმნეს საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები.
მოსწავლეთა ნახატები შეაფასეს და პატარებს აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები, რაც განსაკუთრებით გაახარა და კიდევ უფრო მეტად მოტივაცია მისცა მათ.
ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება და მათთვის თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა.
იხილეთ ფოტოები: