ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-04-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

გეოგრაფია-ბუნებისმეტყველების პედაგოგის, ნინო მანანაძის ხელმძღვანელობით გაიმართა დისკუსია, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც იყვნენ ჩართულნი. დისკუსიის ფარგლებსი ადამიანის მიერ გამოწვეულ ისეთ პრობლემებზე გამახვილდა ყურადღება, რომელიც დედამიწას აზიანებს. 

ამასთან, თითოეულმა მოსწავლემ გაუგზავნა გზავნილი დედამიწას, სადაც თავისი სურვილები და დაპირებები გაახმოვანეს. დაამზადეს სლოგანები და გააკრეს სოფელში. ადგილობრივ მოსახლეობას კი გარემოზე ზრუნვისკენ მოუწოდეს. 

აქტივობის ფარგლებში სკოლის ეზოში დაირგა ხის ნერგები რომლებზე მზრუნველობაც თავად მოსწავლეებმა ითავეს. 

დაგეგმილ აქტივობებში გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის პედაგოგი მადლობას უხდის სკოლის დირექციას და პედკოლექტივს.

დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს 193 ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობებით. ჩვენმა მოსწავლეებმა (მე-5, მე-6კლ.),წარმოადგინეს შესანიშნავი პრეზენტაცია დედამიწის შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...