თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ენის მომავალ ქომაგებს საინტერესო ღონისძიებისათვის
23-04-2025

თბილისის N61 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, რომელთა კლასის ხელმძღვანელი მადონა ძნელაძეა, 14 აპრილის ეს ისტორიული მნიშვნელობის თარიღი დიდი სიყვარულითა და ზეიმით აღნიშნეს.

მოსწავლეთა გამოსვლა გულწრფელობითა და მაღალი ინტელექტით გამოირჩეოდა. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდებული წარსული ქართველი ერისა და მისი იდენტობის უმთავრესი ნიშნის - ქართული ენის ქარცეცხლიანი გზა...

სიტყვას სცვლიდა ლექსი, ლექსს - სიმღერა და ეროვნული ცეკვები. მოეწყო კლასის გამოჩეული მხატვრებისა და ნორჩი მოქანდაკის ნამუშევრების გამოფენა. დამსწრე საზოგადოებამ - სკოლის დირექტორის მოადგილემ, მადინა ბაღდავაძემ, საინფორმაციო მენეჯერმა, მარინა ხუციშვილმა, სკოლის სოციალურმა მუშაკმა, ნაზი ბარბაქაძემ,  სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს ჩვენი ენის მომავალ ქომაგებს საინტერესო ღონისძიებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...