კერძო სკოლა „რუსთველის” „პატარა პოლიგლოტებმა“ ცოდნა განიმტკიცეს
22-06-2018
რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველში” საგანმანათლებლო აქტივობა - „პატარა პოლიგლოტები“ ჩატარდა.
აქტივობაში Vა, Vბ და Vგ კლასის გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებიც ერთმანეთს უცხო ენების ცოდნაში შეეჯიბრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსის მიზანი იყო ინგლისური, გერმანული და რუსული ენის ცოდნის შემოწმება და პოპულარიზაცია.
„მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთვნენ, უცხო ენებში ცოდნა განიმტკიცეს და საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა შეძლეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს