„ხელოვნების ფესტივალი“ ხობის ცენტრალურ პარკში და ძველი ხიბულის მოსწავლეების შემოქმედება აღდგომის თემაზე
23-04-2025

ხობის ცენტრალურ პარკში გაიმართა „ხელოვნების ფესტივალი“, რომლის ფარგლებშიც ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცოცხლად შეასრულეს მხატვრული ნამუშევრები თემაზე – „აღდგომა“. ღონისძიებამ განსაკუთრებული შემოქმედებითი გარემო და სააღდგომო განწყობა შექმნა.

ფესტივალში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ძველი ხიბულის სკოლის მოსწავლეებმა: მარიამ მუნჭავამ, ბარბარე მუნჭავამ, ბარბარე ბერმამუკელმა და ნანო ზარანდიამ. მათ მხატვრულად, შთამბეჭდავად და დიდი გულისხმიერებით შეასრულეს ნამუშევრები.

სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ხობის რესურსცენტრს ამ ინიციატივისა და შესაძლებლობისთვის, ხოლო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მხარდაწერისა და თანადგომისთვის.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...