ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. აღდგომა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება.
ღონისძიებას, რომელიც პირველიდან მეოტხე კლასის მოსწავლების მონაწილეობით გაიმართა ხელმძღვანელობდა პედაგოგი სუსან დარბინიანი. ღონისძიების ფარგლებში მიმოიხილეს აღდგომის მნიშვნელობა და წარმოადგინეს მასთან დაკავშირებული ხალხური ტრადიციები. პატარებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, იმღერეს და იცეკვეს, რითაც განსაკუთრებული სააღდგომო განწყობა შექმნეს სკოლაში.
პედაგოგი სუსან დარბინიანის თქმით, მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ბავშვების შემოქმედებით უნარებს ავითარებს, არამედ ეხმარება მათ ტრადიციების გაცნობასა და სულიერი ღირებულებების გააზრებაში.
იხილეთ ფოტოები: