„ქართული ენა წარსულის, აწმყოსა და მომავლის ყველაზე მყარი და ერთგული საყრდენია ქართველთათვის“ – ამ სიტყვებით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა ქართული ენის დღეს, 14 აპრილს, სრულიად საქართველოს ულოცავს.
დედაენის დღე ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიისა და კულტურის სიმბოლოა. სკოლის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობები იზრდებოდნენ ქართული ენის ღრმა სიყვარულითა და პატივისცემით.
ქარიატის საჯარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს მსგავს კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებში, რაც ხელს უწყობს ქართული ენისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას. ამ დღის აღსანიშნავად სკოლასი საინტერესო ღონისძიებებიც გაიმართა