ხიზაბავრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დასაფუთავეს გარემო და დარგეს ნარგავები
23-04-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებული აქტიურობით და დიდი ენთუზიაზმით აღინიშნა. სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივი ძალისხმევით განახორციელეს დასუფთავების და გამწვანების სამუშაოები. 

ღონისძიების ფარგლებში მოწესრიგდა სკოლის ეზო და სოფლის შესასვლელი გზა, ასევე დასუფთავდა ობელისკის მიმდებარე ტერიტორია. სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ნერგები და ყვავილები დარგეს, რითაც პრაქტიკულად გამოხატეს ზრუნვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

სკოლის ადმინისტრაციის თქმით, მსგავსი ტიპის აქტივობები მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისა და გარემოსდაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...