ბიის საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
23-04-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. კვირეული მიეძღვნა დედაენის დღეს და მიზნად ისახავდა ქართული ენის სიყვარულის, პატივისცემისა და ცოდნის გაღრმავებას მოსწავლეებში.

მთელი კვირის განმავლობაში სკოლაში მიმდინარეობდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც ჩართულნი იყვნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული კონკურსები, თემატური პრეზენტაციები, პოეზიის კითხვა, დადგმები და ინტელექტუალური თამაშები.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ინიციატივები განსაკუთრებით უწყობს ხელს მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების განვითარებას და ქართული ენის მნიშვნელობის კიდევ უფრო გააზრებას.

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...