ალათუმანის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სახალისო საინფორმაციო გაკვეთილი მიეძღვნა 
23-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. 

მე-4 კლასში, დამრიგებელმა - სედა ტონოიანმა დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩაატარა საინფორმაციო-გასართობი გაკვეთილი.

მან სახლიდან მოუტანა პატარებს თავისი მომზადებული ტკბილეული და ფერადი კვერცხები, მოსწავლეებს ესაუბრა თუ რა დატვირთვა აქვს წითელ კვერცხს, გააცნო სააღდგომო ტრადიციები, აუხსნა აღდგომის არსი. 

გაკვეთილი ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო აღმოჩნდა.

მე-4 კლასელებმა იმხიარულეს, მოილხინეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203