დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
ცხადია, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიება განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, ხაზი გაუსვეს მის სიდიადესა და სილამაზეს და აღნიშნეს ენის როლი ერის თვითმყოფადოების შენარჩუნებაში.
ლექსებით, ცეკვებითა და სიმღერებით გაჯერებულ ღონისძიებას მშობლებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ირმა ტარიელაძე, ელენე არსენაძე და ვაჟა ზოიძე.
იხილეთ ფოტოები: