დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

ტრადიციულად, წელსაც დაშბაშის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა. 

ბავშვებმა მოამზადეს საინტერესო თემატური  პრეზენტაცია, ლამაზი პლაკატები და ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. 

ბავშვებმა არაჩვეულებრივი განწყობით აღნიშნეს დედამიწის დღე და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ღონისძიებას ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი ხელმძღვანელობდა. 

დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...