ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს 
23-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სულიერებითა და სიხარულით აღინიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიება ტურცხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, დამრიგებლის - შუშანა ქედლიანის ხელმძღვანელობით გამართეს და ტრადიციული საააღდგომო აქტივობები მოაწყვეს.

პატარებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს მასწავლებლებს, მშობლებსა და ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. 

ღონსძიების ბოლოს კი პირველკლასელებმა წითელი კვერცხებიც შეაჭიდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...