„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროს მედლით დაბრუნდნენ
23-04-2025

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დონის განათლებას უზრუნველყოფს, ახალგაზრდები კი მიღებული ცოდნით, მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებენ. 

მოსწავლეები საქართველოს სახელით არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში არიან ჩართულნი. ამჯერად კი მოსწავლეები ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციდან ოქროს მედლით დაბრუნდა.

სკოლის მოსწავლეები ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორის, მამუკა მესხიშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ ტაილანდში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაში – ICYS 2025! 

GAHS და GAS -ის გუნდი შემადგენლობით - იაკობ საფარაშვილი, ანანო ქართველიშვილი, მარიამ შაშიაშვილი, ნიკოლოზ დავითაძე, ნიკოლოზ კოკაია და ირაკლი კუპატაძე - კონფერენციაზე წარმატებით წარდგა და თბილისში ღირსეული გამარჯვებით დაბრუნდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203