ტყიბულის N1 სკოლის მოსწავლეთა გუნდი შაშის მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებულია
23-04-2025

ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ამჟამად, სკოლაში მოსწავლეთა გუნდის შაშის მუნიციპალურ ტურნირში გამარჯვებას აღნიშნავენ. 

2025 წლის პირად გუნდური პირველობა შაშში ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა, სადაც ტყიბულის N1 საჯარო სკოლის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო. 

გუნდის წევრები არიან:
თამარ მიქაბერიძე (IX კლასი);
მათე ბოჭორიშვილი (IX კლასი);
გიორგი ნარსია (VIII კლასი). 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ: მათ გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...