ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა, მრავალფეროვან აქტივობებსა და შემოქმქდებით მიდგომებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება.
ახლახან, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე წარმოადგინეს მაკეტები თემაზე - „დედამიწაზე სიცოცხლის წინარეისტორიელი ხანა“.
მარიამ იაშარმა საინტერესო მაკეტი შექმნა და წყლის პირველი ცხოველები ასახა. ანდრია მაღლაკელიძემ და მარიამ ბოჭორიშვილმა კი მაკეტი დინოზავრებს პერიოდს მიუძღვნეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნუნუ რაფავა ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: