ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სულიერებითა და სიხარულით აღინიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც საინტერესო სასკოლო ღონისძიება მიეძღვნა.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სააღდგომო ტრადიციები, ისაუბრეს აღდგომის არსზე, აღნიშნეს რისი სიმბოლოა წითელი კვერცხი და როგორ ხვდებიან აღდგომას ოჯახებში.
მოსწავლეებმა სააღდგომო სუფრა კლასშიც გაშალეს, რომელიც მწვანე ჯეჯილითა და სააღდგომო დეკორაციებით დაამშვენეს, ღონისძიება კი წითელი კვერცხების შეჭიდებით დაასრულეს.
საღდგომო ღონისძიება ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - მელანია ამირშადიანისა და კლასის დამრიგებელის - ოლინკა მურადიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: