„რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი - უფრო ადვილად, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად“ - მხატვრული ღონისძიება საბუეს საჯარო სკოლაში
22-04-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის, საბუეს საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცა.

მხატვრულ-შემეცნებით ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი თამარ დუშმანაშვილი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ისაუბრეს რელიგიურ თემებზე, ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო ინფორმაციები და ემოციური სიტყვებით:

„რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი - უფრო ადვილად, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!" - მიულოცეს ერთმანეთს.

 „აღდგომა ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი მთავარი და დიდი დღესასწაულია. ამ დღეს ყველა ერთად ვზეიმობთ უფლის მკვდრეთით აღდგომას. 

ეს ბრწყინვალე დღესასწაული საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მხატვრულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნეს. მათ  ისაუბრეს იესო ქრისტეს მიერ განვლილ გზაზე, მის ყრმობასა და ჯვარცმაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...