„წყლისა და ხმელეთის ცხოველები“ - ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებით-შემოქმედებითი აქტივობა
22-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ორლოვკის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორისაა შემეცნებითი გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში, რომლის ფარგლებშიც მეორეკლასელებმა, პედაგოგის - მურდაჰი აკოპიანის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - „წყლისა და ხმელეთის ცხოველები“.

ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო ინფორმაციები, გაამახვილეს ყურადღება გარემოს დაცვის აუცილებლობაზე, საკუთრი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები და მეტად გაიღრმავეს მიღებული ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...