რამდენი ლარია გამოყოფილი სტუდენტთა დაფინანსებაზე - კანონი 
04-05-2025

2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის კანონში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამსვლელი აპლიკანტების დაფინანსების ოდენობა.

სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, დაფინანსდებიან 215 000 (ორას თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70% – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

გ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50% – 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...