მერენიის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
22-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. იმართება არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის გამდიდრებას ისე მათ თვალსაწიერის გაფართოებასა და უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია სააღდგომო ღონისძიება, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა. 

პედაგოგი მანუშაკ ადამიანი მე-2 კლასის მოსწავლეებს აღდგომის დღესასწაულის შესახებ ესაუბრა. ამ ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობა განუმარტა და საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიციებს გააცნო. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203