ენისლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ილუსტრირებული ანბანი​ შექმნეს 
22-04-2025

ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი საინტერესო და სახალისო აქტივობებით შეისწავლეს. 

ახლახან, დასრულდა საანბანო პერიოდის პროექტი - „ჩემი ილუსტრირებული ანბანი“, რომელზეც 3 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ენისლის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები.

ბავშვებმა ანბანის შესწავლასთან ერთად მშობლების დახმარებით, შექმნეს ილუსტრირებული ანბანი, სადაც მთელი სული და გული ჩააქსოვეს.

ანბანის შექმნის პროცესი იყო ძალზედ შემოქმედებითი, სახალისო და საინტერესო.

პედაგოგს ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. 

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველა მშობელს გაწეული მხარდაჭერისთვის, მოტივაციისა და სიყვარულისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...