ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
14 აპრილს, ქართული ენის დღე სკოლაში განსხვავებული და განუმეორებელი ღონისძიებით აღინიშნა.
ქართული ენის მასწავლებლების ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოსწავლეები საინტერესო პროგრამით წარდგნენ, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ასხამდა ხოტბას.
მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლების დახმარებით შექმნეს საქართველოს უნიკალური რუკა.
ბავშვებმა რუკაზე საქართველოს რეგიონების ღირსშესანიშნაობები, ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამზარეულო და ტანსაცმელი. ნამუშევრის პრეზენტაცია კი სათოთხმეტაპრილო ღონისძიებაზე წარმოადგინეს.
სკოლის დირექტორმა - ბერნიკ ჰოვსეფიანმა, მიულოცა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ქართული ენის დღე და აღნიშნა, რომ ყველა ერმა უნდა შეინარჩუნოს თავისი ენა, მამული და სარწმუნოება.
იხილეთ ფოტოები: