სათხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი მოეწყო
22-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი, რომელიც ორგანიზებული იყო მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი, ღევონდ სანოსიანი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს II-VIII კლასების მოსწავლეებმა, რომლებიც ჩართულნი არიან თვითმმართველობის ხელმარჯვეების კლუბში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, რაც მათი შემოქმედებითი უნარების და ინტერესების მრავალფეროვნებაზე მიუთითებდა.

გამოფენა-კონკურსის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები – I, II და III ადგილების მფლობელები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სიმბოლური პრიზებით.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნებისა და მოტივაციის ამაღლებას, ასევე, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისებას სკოლის ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...