აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გომანის საჯარო სკოლაში
22-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება. აქტივობა პირველი კლასის დამრიგებლის, გაური ბანდიკიანის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიება ემოციურად იყო დატვირთული და სავსე იყო აღდგომის სიმბოლიკითა და მნიშვნელობის შესახებ საუბრით. პატარებმა დიდი სიხარულით მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობაში, რამაც ისინი კიდევ უფრო დააახლოა ტრადიციებთან და ეროვნული სულიერი ღირებულებებთან.

აღნიშვნა საზეიმო და თბილ გარემოში წარიმართა, რის შედეგადაც პატარებმა არა მხოლოდ რელიგიური დღესასწაულის მნიშვნელობა გაიაზრეს, არამედ გუნდური მუშაობის გამოცდილებაც მიიღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...