დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში პედაგოგმა ანაჰიტ ავეტისიანმა მოსწავლეებთან აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა
22-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის დამრიგებელმა ანაჰიტ ავეტისიანმა მოსწავლეებთან ჩაატარა შემეცნებითი ღონისძიება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.

მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის მნიშვნელობაზე როგორც რელიგიურ, ასევე კულტურულ ჭრილში. მათ განიხილეს დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები, სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა. ღონისძიება ემსახურებოდა მოსწავლეებში ეროვნული და სულიერი ღირებულებების გაღრმავებას.

მოსწავლეებმა თავისუფლად გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და ცოდნა დღესასწაულთან დაკავშირებით. აქტივობამ ხელი შეუწყო როგორც გუნდურ მუშაობას, ისე თემის უკეთ გაგებას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...