ღრმაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამერიკაში არსებულ სააღდგომო ტრადიციებს გაეცნენ
22-04-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით, სიღრმისეულად სწავლობენ. 

სკოლაში მუშაობს „მაკ-ჯორჯიას ინგლისური ენის კლუბი“, რომლის წევრებიც ინგლისურ ენას საფუძვლიანად ეუფლებიან. 

წინაღდგომოდ, „მაკ-ჯორჯიას ინგლისური ენის კლუბში“ ჩატარდა სააღდგომო აქტივობა „eggs hunt“, სადაც მოსწავლეები გაეცნენ ამერიკაში არსებულ სააღდგომო ტრადიციებს და მიიღეს მონაწილეობა დაგეგმილ თამაშში, რომლის დროსაც განიმტკიცეს ცოდნა და საფუძვლიანად შეისწავლეს მიმართულების მიმცემი სიტყვები. 

მოსწავლეთა ინგლისური ენის პედაგოგი ნინო ხამაშურიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...