ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თემატური ღონისძიება ჩატარდა.
მე-6გ კლასია, დამრიგებლის - ჰასმიკ ღრმაჯიანის ორგანიზებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა სკოლაში მიიტანეს ჯეჯილი, ფერადი კვერცხები და სააღდგომო სუვენირები. ისაუბრეს აღდგომის მნიშვნელობაზე როგორც რელიგიურ, ასევე კულტურულ ჭრილში. მათ განიხილეს დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები, სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა. ღონისძიება ემსახურებოდა მოსწავლეებში ეროვნული და სულიერი ღირებულებების გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები: