თორიის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თემატური ღონისძიება გაიმართა 
22-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართეს საინტერესო და სახალისო ღონისძიება. აქტივობა ორგანიზებული იყო მე-5 კლასის დამრიგებლის, ეკატერინა მალხასიანის მიერ.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, სადაც აღდგომის მნიშვნელობაზე, მისი ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ისაუბრეს. ბავშვებმა მოტივირებულად და შემოქმედებითად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები, რაც დამსწრე საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ღონისძიებას თბილი და მხიარული ატმოსფერო ჰქონდა, რაც კიდევ უფრო დაეხმარა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობითა და ინტერესით გაეაზრებინათ დღესასწაულის ღრმა შინაარსი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203