ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ლიტერატურული ღონისძიება ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, აზა გოცირიძის ხელმძღვანელობით, მე-8ა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს დიდი პოეტის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, წაიკითხეს ანა კალანდაძის რჩეული ლექსები და ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პოეტის ნაზი ლირიზმითა და ღრმა ემოციური განცდებით გამორჩეული პოეზია ქართულ კულტურაში წარუშლელ კვალს ტოვებს.
ღონისძიებამ არა მხოლოდ პატივი მიაგო ანა კალანდაძის შემოქმედებას, არამედ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას და პოეზიის ღირებულებების აღქმას.
იხილეთ ფოტოები: