
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები.
წინასააღდგომოდ, ხელოვნების გაკვეთილზე მე-7 კლასელებმა დაამზადეს სააღდგომო ხელნაკეთი ნივთები სხვადასხვა მასალისგან - ქაღალდისგან, ტოტებისგან და ხისგან.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და სკოლაში სააღდგომო ამაღელვებელი განწყობა დაატრიალეს.
აქტივობას პედაგოგი გოჰარ გალსტიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: