დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ძველი ქართული ტრადიციები გააცოცხლეს 
22-04-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - იზა ნინიაშვილმა განახორციელეს პროექტი თემაზე - „ხელოსნობა საქართველოში“. 

პროექტი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მისი მიზანი იყო ძველი ქართული ტრადიციების გაცოცხლება.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ცვილისგან ჩამოქნეს სააღდგომო სანთლები, შეღებეს კვერცხები და ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა მიულოცეს თანასკოლელებს, მასწავლებლებს და სრულიად საქართველოს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...