
ქუთაისის N24 საჯარო მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურობით გამოირჩევიან და მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ამჯერად, მოსწავლე-პედაგოგებმა კალიგრაფიის კონკურსში ასახელეს სკოლა.
პედაგოგმა - ნატო დანგაძემ კონკურსში I ადგილი დაიმსახურა. მასწავლებელი ნათია ბედინაშვილი კი ჟიურის რჩეული გახდა.
მოსწავლე ანასტასია ნიქაბაძემ კი II ადგილი მოიპოვა.
მასწავლებლები და მოსწავლე ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მათი წარმატებით ხარობენ.
„გამარჯვებას ვულოცავთ! კალიგრაფიის კონკურსში გვასახელეს ჩვენმა კონკურსანტებმა.
მადლობას ვუხდით კონკურსის ორგანიზატორს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილებასა და ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილებას ასეთი პროექტის ჩატარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: