ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში
22-04-2025

​პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები. 

14 აპრილს, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს. ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების დასაწყისში ბავშვებმა ისაუბრეს ქართული ენის დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე. გაიხსენეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქართულ ენაზე, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და შეასრულეს საცეკვაო ნომრები.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. ქართული ენის ისტორიის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ნათლად გაიაზრეს მისი როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...