ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დახუნძლულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს ქართული ენის დღე. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენის პედაგოგი თამარ დევდარიანი.
ღონისძიება მოიცავდა საუკეთესო კალიგრაფიული და მხატვრული ნამუშევრის ნომინაციებს.გარდა ამისა, მოსწავლეებმა სახელმწიფო ენაზე შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: