მუხრანას საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა 
22-04-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები განსაკუთრებულად აღინიშნება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწალებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. თარიღს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა. აღსანიშნავია „ქართული ენის ზეიმი“, კლასის საათი, რომელიც გულისხმობდა როლურ თამაშს (ზღაპრული როლის თამაში) , მე-9 და მე-10 კლასებში ჩატარებული კალიგრაფიის კონკურსი, აქტივობა, რომელიც გულისხმობდა პერსონაჟების გაცოცხლებას -  „მოგზაურობა დროსა და ლიტერატურაში“, ასევე მე -5, მე- 7, მე-8  კლასებმა  ქართული ენის ისტორიაში იმოგზაურეს და შეასრულეს კედლის გაზეთი.

ღონისძიებები მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და მათთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...