
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში დიდი ზეიმით აღნიშნეს დედაენის დღე. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა მათ შორის კალიგრაფიის კონკურსი და საზეიმო ღონისძიება.
კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. კონკურსი გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით, სხვა მონაწილეები - სიგელებით.
რაც შეეხება საზეიმო ღონისძიების, მისი ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენის მასწავლებლები არმენუი პოდოსიანი, მანანა თაზაიანი და თამარი პოილარაშვილი. მონაწილეობდნენ მე-5, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები. ღონისძებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები. მე-11 კლასის მოსწავლე სონია ღევონდიანმა წაიკითხა მოხსენება დედაენის დღის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ლამაზი ცეკვით გამოვიდა მე-4 კლასის მოსწავლე ვიკა სჩანიანი, დედაენის ჰიმნის შესრულებით გამოვიდა მუსიკის მასწავლებელი არეკნაზ მკრტჩიანი.
სკოლის დირექტორმა, ქართული ენის მასწავლებელმა არმენუი პოდოსიანმა თავის სიტყვაში ისაუბრა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ყოველი დღე უნდა ვაქციოთ ქართული ენის დღესასწაულად.
იხილეთ ფოტოები: