თბილისის N39 სკოლის სამკითხველო დარბაზში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაკა ხუციშვილმა ღია გაკვეთილი ჩაატარა
17-04-2025

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის N39 სკოლის სამკითხველო დარბაზში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაკა ხუციშვილმა ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

მე-81 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს: ქართული დამწერლობის ადგილზე მსოფლიოს დამწერლობებს შორის, მისი განვითარების საფეხურებზე.

მოამზადეს პრეზენტაციები უძველესი ხელნაწერების შესახებ: ადიშის, პარხლის და ჯრუჭის  ოთხთავებზე. ისაუბრეს 1978 წლის მოვლენებზე,როდესაც ქართლი ენა უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. იმსჯელეს, როგორ ვებრძოლოთ ბარბარიზმებს  და როგორ ვისაუბროთ სწორი ქართულით. წაიკითხეს ირაკლი აბაშძის ლექსი ,,ხმა კატამონთან” და სხვა ცნობილი მოღვაწეთა გამონათქვამები ქართული ენის შესახებ.

მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს ქართული ენის დაარსებისა და განვითარების შესახებ და უფრო მეტად დააფასეს მშობლიური ენა. 

ღია გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურე დამსწრე საზოგადოებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203