მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხატვისა და კალიგრაფიის კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისთვის დიპლომები დაიმსახურეს 
17-04-2025

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალიგრაფიისა და ხატვის კონკურსში წარმატებას მიაღწიეს და პირველი მეორე ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს. 

სკოლის ინფორმაციით, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ ქართული ენის
დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებისათვის I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა მახათაურის  სკოლის VII კლასის მოსწავლემ თამარ კუპრაშვილმა და VI კლასის მოსწავლემ მარიამ გოგოლაძემ; II ხარისხის დიპლომი დაიმსახურა V კლასის მოსწავლემ მარიამ ბუსხრიკიძემ და IX კლასის მოსწავლემ ქეთი გოგოლაძემ. 

ასევე II ხარისხის დიპლომი დაიმსახურა რესურსცენტრის მიერ გამოცხადებულ ხატვის კონკურსში V კლასის მოსწავლემ მარიამ ბუსხრიკიძემ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ამაყობენ მოსწავლეთა შედეგებით და მათ სამომავლოდ, უფრო დიდ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203