
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
პედაგოგების ნონა ნონიაშვილისა და ია მთიულიშვილს ინიციატივით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სასცენო ნომრები შეასრულეს. მოიძიეს და წაიკითხეს ინფორმაცია ქართული ენის შესახებ, იმსჯელეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე და მისი დაცვის აუცილებლობაზე.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მონდომებისთვის და შრომისთვის. სამომავლოდ კი მათგან კვლავ არაერთ საინტერესო და შთამბეჭდავ აქტივობას ელიან.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1 ვიდეო 2