ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლა სომხურენოვანია. მიუხედავად ამისა აქ დიდი ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას და ქართული ენის დღე ყოველწლიურად აღინიშნება. არც წელს ყოფილა გამონაკლისი.
სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლები: ვენერა მღებრიშვილი, ხათუნა ლომიძე და თამარ სუკასიანი.
ღონისძიების მიზანი იყო ქართული ენისადმი სიყვარულის გაღვივება და ქართულ კულტურასთან დაახლოება. მასწავლებლები და მშობლები კმაყოფილი დარჩნენ ბავშვების მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით.
ეს დღე კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ქართული ენის სწავლების პოპულარიზაციისკენ და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის მეგობრობის განმტკიცებისკენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
https://www.youtube.com/shorts/_XztXqjvitU