ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა ღონისძიებაზე სააღდგომო ტრადიციები გააცოცხლეს.
„აღდგომა სომხების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. აღდგომა მდიდარია ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ფოლკლორით და კერძებითაც კი... აღდგომა მრავალფეროვანია“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ დღესასწაულის სილამაზე მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გადმოსცეს.
მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღდგომის საიდუმლოებები, ხალხური ტრადიციები, სააღდგომო თამაშები. პატარებმა ასევე ღონისძიება დაამშვენეს სიმღერებითა და ნაციონალური ცეკვებით.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო დამრიგებელი ანნა გრიგორიანი, რომელიც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: