მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი წიგნი შექმნეს
17-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახლისო აქტივობებითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით სწავლობენ, რაც მათ სასწავლო მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

23 აპრილს, ინგლისური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღესასწაულამდე, მერენიის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებელის - ანაჰიტ ჩტჩინის მხარდაჭერით, გამოსცეს თავიანთი პირველი წიგნი, რომელიც მოიცავს ბავშვების მიერ ინგლისურ ენაზე შექმნილ პროზაულ ნამუშევრებს.

ნამუშვრები მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრის - „ძაღლი და კატა“ მოტივებზე დაყრდნობით შექმნეს. 

გარდა იმისა, რომ აქტივობით მოსწავლეებმა აიმაღლეს საგნობრივი ცოდა და გაიმდიდრეს ენობრივი მარაგი, შემოქმედებითი ნიჭი და უნარებით წარმატებით წარმოაჩინეს. 

ინგლისური ენის საერთაშორისო დღე 23 აპრილს აღინიშნება. ეს დღე აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203