ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი საგანმანთლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა როგორც საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ასევე მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას ემსახურება.
21 მარტს, კორხის საჯარი სკოლის მშობლიური ენის პედაგოგმა - ლარისა აპოზიანმა ჩაატარა პოეზიის საღამო სახელწოდებით - „მზე და დედა“.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მხატრვულად წაიკითხეს ცნობილი პოეტების ლექსები და ნაწარმოებები, შეასრულეს ეროვნული ცეკვები და სიმღერები.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარიმართა, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე შეემატა.
იხილეთ ფოტოები: