ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში
17-04-2025

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

​ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის მნიშვნელობის წარმოჩენას, მეტად საინტერესოდ წარიმართა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები. 

ხაზი გაესვა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის დაფასების მნიშვნელობას.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...