
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა ქართული ენის დღე შემოქმედებითად აღნიშნეს.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მაია კერესელიძის ხელმძღვანელობით, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის მასტერკლასში.
მოსწავლეებმა ქართული ენის სიდიადე და მშობლიური ენისადმი დამოკიდებულება შემოქმედებითი ფორმით წარმოაჩინეს და საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეებისთვის სამუშაო შეხვედრა საინტერესოსთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: