ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - 1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენას აერთიანებს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ღრმაღელის მოსწავლეები, რომელთაც შეასრულეს სიმღერები და მხატრვულად წაიკითეს ლექსები.
ქართული ენის პედაგოგი ნათია ბუსხრიკიძე მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე - „ტრაგედიიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე!“
მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვას პატივი მიაგეს და ერთხმად აღნიშნეს - „მადლობა თავისუფლებისთვის!“.
ღონისძიება დასრულდა სიმღერით - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.
იხილეთ ვიდეო: