თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მენტალური არითმეტიკის მასტერკლასი ჩაუტარდათ
17-04-2025

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მენტალური არითმეტიკის მასტერკლასი გაიარეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, UCMAS არის ერთადერთი საერთაშორისო მენტალური არითმეტიკის პროგრამა საქართველოში, რომელიც მოიაზრებს აბაკუსის სწავლების უნიკალური მეთოდის დახმარებით 4-დან 14 წლამდე ბავშვებისათვის როგორც მათემატიკური, ისე კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობას. მენტალური არითმეტიკის სწავლების უნიკალური მეთოდი ხელს უწყობს მოზარდებში კოგნიტური უნარებისა და მათემატიკური ნიჭის გაძლიერებას.                                            

სწორედ მენტალური არითმეტიკის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარდა.                                                                                                

წარმომადგენლებმა ბავშვებს შესთავაზეს გონების სავარჯიშოები უძველესი გამოსათვლელი ინსტრუმენტი აბაკუსის საშუალებით სხვადასხვა სახალისო აქტივობებთან ერთად.                              

„UCMAS- ის პროგრამა ავითარებს არა მხოლოდ არითმეტიკულ, არამედ კოგნიტურ უნარებსაც, როგორიცაა კონცენტრაცია, მეხსიერება და ლოგიკური აზროვნება. პროგრამა ორიენტირებულია ბავშვებში გააუმჯობესოს სწრაფი აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების,  ფოკუსირების უნარი; ასწავლის ბავშვს, როგორ გაუმკლავდეს სტრესს, მატებს თავდაჯერებულობას.                                       ეს მასტერკლასი ბავშვებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, რაზეც მეტყველებდა მათი ხალისიანი და ცოცხალი ინტერაქცია. 103-ე სკოლა მადლობას უხდის UCMAS Georgia-ს ამ შესაძლებლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...