„დღე რომელმაც ქვეყნის ისტორია შეცვალა“ - გუდაურის საჯარო სკოლა საქართველოს უახლესი ისტორიის კვალდაკვალ
16-04-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებში მთავარი ღირებულებების წამოსაწევად სხვადასხვა აქტივობებს ატარებს. ასეთი ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა, რომელთათვის სწავლა პრიორიტეტულია, კარგად იციან საქართველოს ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.

მათ შორის აღსანიშნავია, 9 აპრილის ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მადლობა თავისუფლებისათვის“ ამ სიტყვებით მიაგო გუდაურის საჯარო სკოლამ პატივი დაღუპული გმირების ხსოვნას.

„9 აპრილი - დღე რომელმაც ქვეყნის ისტორია შეცვალა. ეს დღე მომავალი თაობისთვის სამაგალითო უნდა იყოს. მოსწავლეებთან ერთად ვნახეთ დოკუმენტური ფილმი, მოსწავლეებს ცხადია უჩნდებოდათ კითხვები, რომლებზეც ისტორიის მასწავლებელი პასუხობდა;

ღონისძიების დასასრულს კი ერთად მოვისმინეთ 9 აპრილის საბოლოოდ ქცეული სიმღერები, რომელთა მოსმენა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის“, - გვიამბეს გუდაურის საჯარო სკოლაში და ისიც აღნიშნეს, რომ „საკუთარი ქვეყნის ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდა სკოლის, მასწავლებლის მთავარი მიზანია“.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 



 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203