„სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია“ - აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეების შთამბეჭდავი ღონისძიება
16-04-2025

შთამბეჭდავად აღინიშნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აგანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე - VII-VIII კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ენის მნიშვნელობის, მისი დაცვის აუცილებლობისა და პოპულარიზაციისკენ გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების ხაზგასმას ემსახურებოდა.

აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული ენის პედაგოგი - მარინა გინოსიანი, ბავშვებმა მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიარეს ერთმანეთს ანბანის, დამწერლობის, მისი მნიშვნელობის შესახებ და კიდევ ერთხელ გაიმეორეს საოცარი სიტყვები: 

„დედა ენა პიროვნების სახეა, ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს.

სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია“.

ინფორმაციისთვის: 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

იხილეთ ფოტოები:

https://www.youtube.com/shorts/CEuujIgNnYc

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...